суббота, 4 июля 2009 г.

ექსკურსია ვარიანში


1. პროექტის სახელი: ექსკურსია ვარიანში
2. პროექტის მოკლე აღწერა: სოფ. ვარიანში ი. გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დათვალიერება.
3.პროექტის სრული აღწერა: გვინდა მესამე კალსის მოსწავლეებმა ნახონ დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ი. გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი სოფ. ვარიანში. გაეცნონ მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, საქმიანობას, ბიოგრაფიას, მოიძიონ დამატებითი ინფორმაციები, რაც არ იციან.
4.მოსაწავლეთა ასაკი: 9 წელი მე-3 კლასი.
5. ვადები_ ხანგრძლივობა: 1 დღე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები: კლასში. მასალების მოძიება ი. გოგებაშვილზე. მის მიერ დაწერილი მოთხრობებისა და ლექსების გახსენება.ჩანახატების შესრულება. ექსკურსიის ამსახველი ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, დისკუსიის გამართვა, პრეზენტაციის მოწყობა.
7.მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება შეიქმნას: ჩანახატები, ფოტოალბომი, ფოტოებისა და მასალების გამოფენა. პრეზენტაცია. ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
8. სარგებელი სხვებისათვის: გაეცნონ ი. გოგებაშვილის ბიოგრაფიას, ეპოქას, რომელშიც ცხოვრობდა. მის წვლილს ქართულ მწერლობაში.
9.სამუშაო ენა_ქართული.
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული_სხვადასხვა საშუალებებით(ბიბლიოთეკა, ინტერნეტი) სარგებლობის ჩვევების ჩამოყალიბება. გოგებაშვილის ბიოგრაფიის გაცნობა, მხატვრული ტექსტების გაგება, მსჯელობის უნარის, მეტყვეების განვითარება. დისკუსია.
ხელოვნება_ი. გოგებაშვილის მოთხრობებიდან საყვარელი პერსონაჟების ხატვა მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებაში,(ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია), პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
მუსიკა_ სიმღერების მოძიება და შესწავლა ი. გოგებაშვილის მიერ დაწერილ ლექსებზე, დედა ენაზე, საქარტველოზე.
11.საინფორმაციო ტექნოლოგიები_ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტ_ის საშუალებების მოხმარება.